სამუშაო შეხვედრა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან

21 აპრ 2022

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა  ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. 

ყურადღება დაეთმო სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის გზების განხილვას.