უკრაინის უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა რამშტაინის ავიაბაზაზე შედგება

26 აპრ 2022

დღეს გერმანიაში რამშტეინის ავიაბაზაზე უკრაინის უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა შედგება. რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გაუძღვება. მასში მონაწილეობას 20 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ღონისძიებას დაესწრება ნატო-ს გენერალური მდივანიც.

შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გარდა, ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების წინაშე მდგარი უსაფრთხოების საკითხები იქნება.