CNN - პუტინი დათანხმდა "აზოვსტალიდან" მოსახლეობის ევაკუაციას

27 აპრ 2022

რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციას.  ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა  იყო რუსეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შემდგომი საუბრები მოგვიანებით გაიმართება.