სპეცოპერაცია ბათუმში

02 მაი 2022

სპეცოპერაცია ბათუმში, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო  შენახვა შეძენისა და  გასაღების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს.  ჩხრეკა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე  დახლოებით 1 საათი მიმდინარეობდა. დათვალიერების შედეგად პოლიციელებმა  მტკიცებულების სახით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.  სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების ფაქტზე შსს დეტალურ ინფორმაციას ცოტა ხანში  გაავრცელებს.