ბუნდესტაგი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას

02 მაი 2022

გერმანიის ბუნდესტაგი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს „მათ ევროპულ გზაზე“ მხარს უჭერს. ჰუბერტ ქნირშის ინფორმაციით, რეზოლუცია ერთობლივად მმართველი კოალიციის სამმა საპარლამენტო ჯგუფმა და უმსხვილესმა ოპოზიციურმა ჯგუფმა CDU/CSU-მ წარადგინეს და მასში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის ყველა კრიტერიუმის შესრულება გაწევრიანების წინაპირობაა. ბუნდესტაგი ითხოვს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დახმარებას, „მათ ევროპულ გზაზე“. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის ყველა კრიტერიუმის შესრულება გაწევრიანების წინაპირობაა და უნდა გაიზარდოს ევროკავშირის შესაძლებლობები ახალი წევრების მისაღებად.