დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა

03 მაი 2022

ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს.  მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა სამაგალითოა მსოფლიოსთვის.

ჯონსონი, რომელიც გასულ თვეში უკრაინას სტუმრობდა, გახდება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც უმაღლეს რადას კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიმართავს.