ბიოსწავლება ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისათვის

07 მაი 2022

ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის შენობაში,  პროექტი "ბიოსწავლება ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისათვის" ღონისძიების დასკვნითი  ეტაპი გაიმართა. 6-დღიანი პროექტი, თეორიულ და პრაქტიკულ საველე სწავლებას მოიცავდა, რომელიც ეკო ცნობიერებას, შავი ზღვის აუზის ღირსშესანიშნავი ჭარბტენიანი გარემოს გადარჩენას შეეხებოდა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.