ზელენსკი - “ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება”

09 მაი 2022

„არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა.

ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არცერთი არ ექნება.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბოლო მიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი იმედოვნებდა, რომ უკრაინა უარს იტყოდა 9 მაისის აღნიშვნაზე და სიტყვა „დენაციფიკაცია“ მნიშვნელობას შეიძენდა.

ომში მყოფი პრეზიდენტი ისევ საუბრობს უკრაინის იარაღით დახმარების საჭიროებაზე და რუსეთის წინაღმდეგ ახალო სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.