სიმონ, ბადრი და ესმა ართმელაძეების ნამუშევრების გამოფენა

10 მაი 2022

ხარიტონ ახლედიანის სახელობის მუზეუმში მამისა და შვილების   სიმონ, ბადრი და ესმა ართმელაძეების ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.   

წარმოდგენილია 80-ზე მეტი ნამუშევარი - პეიზაჟები, ნატურმორტები, მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი დღესასწაულები და ტრადიციები, რომლებიც ართმელაძეებმა სხვადასხვა დროს შექმნეს.

სიმონ ართმელაძეს  90 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელს უკავშირდება ხულოში სამხატვრო გალერიის და  სამხატვრო  სკოლის დაარსება, რომელსაც ახლა მისი შვილები ხელმძღვანელობენ.

ართმელაძეების ნამუშევრები მუზეუმში ერთი კვირა დარჩება.