ბრიტანეთი შვედეთის უსაფრთხოების გარანტორი

11 მაი 2022

დიდმა ბრიტანეთმა  თავდასხმის შემთხვევაში შვედეთთან უსაფრთხოების ორმხრივი  გარანტიების შეთანხმება გააფორმა. ანალოგიური შეთანხმების ხელმოწერას დიდი ბრიტანეთი  ფინეთთანაც გეგმავს. შეთანხმება ითვალისწინებს სადაზვერვო მონაცემთა  გაზიარებასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას. შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს, შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს დახმარება გაუწიოს. ორივე ქვეყანა  ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.