ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა

13 მაი 2022

ხანძარი ქობულეთში. რუსთაველის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა. დაზარალებული ოჯახის თქმით, შესაძლოა ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გამხდარიყო.

ცეცხლის ლიკვიდაციას ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.

ამ ეტაპზე ზარალს მერიის შესაბამისი სამსახური ითვლის, ამის შემდეგ კი დაზუსტდება დახმარების ფორმა.