ახალი რეგულაციები

01 იან 2017

ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. კომპანია, საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.  გარდა ამისა,  1-ელი იანვრიდან ძალაში კიდევ რამდენიმე საგადასახადო ცვლილება  შევიდა.  გაიზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე - მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესზე.