15 მაი 2022
უკრაინის ქალაქების ოკუპანტებისგან გათავისუფლებას მებრძოლები 81-ე დღეა ცდილობენ.
უკრაინული მხარის ცნობით, ჯოჯოხეთი გრძელდება აზოვსტალში, სადაც, მათი ინფორმაციით, რუსებმა აკრძალული ფოსფორის ბომბები ესროლეს ქარხანას.
რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა.
რამდენიმე საათის წინ ჩავიდა ზაპოროჟიეში მარიუპოლიდან ევაკუირებულთა კოლონა, ასამდე მანქანით სამშვიდობოს ასობით მოქალაქე გაიყვანეს.