“ლოტო” - ზაზა ხალვაშის ფილმის დახურული ჩვენება და წიგნის პრეზენტაცია

16 მაი 2022

ხვალ ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა, რეჟისორს 65 წელი შეუსრულდებოდა. მის იუბილესთან და ქართული კინოს თარიღთან დაკავშირებით კინოთეატრ აპოლოში ზაზა ხალვაშის ფილმის “ლოტოს” დახურული ჩვენება გაიმართა. ფილმი ქართულ-ლიეტუვური კოპროდუქციაა, იგი ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ნამუშევარია, მისი დასრულება რეჟისორმა ვერ მოასწრო.

ზაზა ხალვაშის გარდაცვალების შემდეგ ფილმის დასრულება ოჯახმა და მეგობრებმა რეჟისორის ჩანაწერების და სცენარის მიხედვით გადაწყვიტეს.  

ფილმი „ ლოტო“  2019 წელს “აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში 80 000-მდე ლარით დაფინანსდა.

გუშინვე შედგა ზაზა ხალვაშის ორტომეული წიგნის პრეზენტაცია “მუჭში დამალული კენჭები” და “იქ ჩემთან”. წიგნში თავმოყრილია ზაზა ხალვაშის ჩანაწერები.