დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

20 მაი 2022

დღეს, ქუჩებში სამახსოვრო წარწერებით გაფერადებულ მაისურებიან ახალგაზრდებს შეხვდებოდით, რომელთათვის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.

სამახსოვრო ავტოგრაფები კი წლების შემდეგ საინტერესო მოგონებებად იქცევიან. 

სკოლებში სადღესასწაულო განწყობა და ემოციები  ერთმანეთს ცვლიდა. დამშვიდობება მასწავლებლებთან, მერხთან, გარემოსთან, სადაც არაერთი წელი გაატარეს.

მე-12 კლასელების ბოლო დღე სკოლებში და ბოლოჯერ დარეკილი ზარი.