თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან კაცმა ცოლი დაჭრა

23 მაი 2022

თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან კაცმა ცოლი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. 

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მამაკაცი დაკავებულია.