სამხედრო ტექნიკის გამოფენა

26 მაი 2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბულვარში, ანბაბის კოშკის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკის გამოფენა იმართება.

საქართველოში წარმოებული „დიდგორისა“ და „კობრას“ ასევე სხვა ჯავშან-ტექნიკის ნახვა ნებისმიერ მსურველს დღის ბოლომდე შეეძლება.

აქვე წარმოდგენილია საბრძოლო იარაღი. დაინტერესებულ პირებს საბრძოლო ტექნიკის შესახებ ინფორმაციას სამხედროები მიაწვდიან.