ზელენსკი შესაძლოა სამმხრივ მოლაპარაკებებზე დათანხმდეს

30 მაი 2022

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა დათანხმდეს სამმხრივ მოლაპარაკებებს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად.

ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივნის განცხადებით, უკრაინის ლიდერი  არ გამორიცხავს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივი სატელეფონო საუბრების შესაძლებლობას - ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.