02 ივნ 2022
ირლანდიის სენატმა გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა გენოციდად აღიარა.
„რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციაში“, - ნათქვამია რეზოლუციაში.