ბაქო-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები განახლდა

03 ივნ 2022

ბაქო ბათუმის მიმართულებით, პანდემიის შემდეგ, ფრენები განაახლა აზეირბაიჯანის ავიახაზმა "ეარლაინსმა".

დღეს ბათუმში 84 მოქალაქე ჩამოფრინდა. რეისი კვირაში 2-ჯერ შესრულდება, თუმცა შესაძლოა ფრენების რაოდენობა გაიზარდოს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის  ცერემონიალი გაიმართა.