მოსკოვში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

03 ივნ 2022

მოსკოვის დასავლეთ ნაწილში ბიზნეს ცენტრში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

ხანძარს სირთულის ყველაზე მაქსიმალური მეხუთე  დონე ჰქონდა მინიჭებული. ცეცხლი  8 სართულიანი შენობის  პირველ სართულზე გაჩნდა და სწრაფად მოედო  კიდევ  ოთხ სართულს. შენობიდან 125 ადამიანის ევაკუაცია  მოხდა.

ხანძრის მიზეზად  განათების  ფასადური სისტემების არასწორი მონტაჟის გამო მოკლე ჩართვა სახელდება.

ცეცხლს 340 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 100 ერთეული და სამი ვერტმფრენი  ებრძოდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია.