სოციალური სახლები

04 იან 2017

ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტებისთვის სოციალური სახლები წელს არ  აშენდება. ამისთვის თანხები 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ფინანსთა და ეკონმომიკის მინისტრის თქმით, გასულ წელს ვაშლოვანსა და თამარის დასახლებაში - ორი სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა, ჯამში 130 ბინა - სადაც ეკომიგრანტი ოჯახები იცხოვრებენ. თუმცა ჯერჯერობით კომისიას არ უმსჯელია ვინ მიიღებს ფართს. უცნობია ისიც, თუ როდის შეიკრიბება კომისია. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, მხოლოდ ხელვაჩაურში გაგრძელდება ურეხის სახლის მშენებლობა.