დაკავება ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით

05 იან 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოაქლაქეები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 240 აბი „სუბოქსონი“ ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.