ერდოღანი პუტინსა და ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს

13 ივნ 2022

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან უსაფრთხოდ გატანის პროცესში თურქეთი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც მიიღებს მონაწილეობას.