შოლცი: გერმანია მზადაა, უკრაინას თანამედროვე იარაღი მიაწოდოს

14 ივნ 2022

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა უკრაინას თანამედროვე შეიარაღება მიაწოდოს.

„აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი თავდაცვისთვის. ამ კრიტიკულ ფაზაში მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას: უკრაინას უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასა და არტილერიის აღმოჩენის რადარს მივაწვდით“, - განაცხადა კანცლერმა. 

მისივე თქმით, იარაღის მიწოდება მოხდება ევროპელ და ნატოელ პარტნიორებთან კოორდინაციით.