კიდევ სამი ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსს

16 ივნ 2022

ჩერნოგორია, ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატურას ევროკავშირში. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევში ჩერნოგორიისა და ალბანეთის პრემიერ-მინისტრები იმყოფებოდნენ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრს კი ზელენსკი ვიდეო კავშირით ესაუბრა.