სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხულოს ბაგირგზა არ მუშაობს

17 ივნ 2022

ხულოს   ბაგირგზა  არ მუშაობს.  მიზეზი საბაგირო კაბინის რეაბილიტაციაა.  

როგორც მერიაში გვითხრეს,  შემოწმების შედეგად კაბინას ხარვეზები დაუდასტურდა. სამუშაოებს სავარაუდოდ თვენახევარი დასჭირდება.

ბაგირგზით თაგოს მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაციის დასრულებამდე ადგილობრივები შემოვლითი  სამანქანო გზით ისარგებლებენ, რომელიც ხულოს ცენტრიდან 8 კმ-ს მოშორებითაა.