სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია იწყება

17 ივნ 2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველად რეგისტრაციას იწყებს. პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება და მისი  მიზანია  სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.