21 ივნ 2022, 14:42
0ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ზაზა ჯალაღანიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მხატვრის ის 50-მდე გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც ხელოვანმა ბოლო პერიოდში შექმნა. ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები - ნატურმორტები, პორტრეტები და აბსტრაქრული კომპოზიციები. გამოფენა ხელოვნების მუზუმში 30 ივნისამდე დარჩება.