სტიქია სენაკში - დატბორილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და საცხოვრებელი სახლები

23 ივნ 2022

სტიქია სენაკში - მუნიციპალიტეტი  ორი დღეა სტიქიის ზონადაა ქცეული. ქვა-ღორღითაა დაფარული და დატბორილია სოფელთან და ქალაქთან დამაკავშირებელი ქუჩები, საცხოვრებელი სახლები.

წყალი პირველ სართულებზე და სარდაფებში შევიდა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუნადგურდათ საოჯახო ტექნიკა და სურსათი.

რამდენიმე ოჯახის ევაკუაციაც გახდა საჭირო.