საზღვაო აკადემიამ საკრუინგო კომპანიასთან უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ივნ 2022

დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით საკრუინგო კომპანია Columbia Shipmanagement-ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში აკადემიასა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საკრუინგო კომპანია „კოლუმბია“ საზღვაო აკადემიის წარჩინებულ 10 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. 

მეზღვაურების საერთაშორისო დღის აღნიშვნა  წვიმიანი ამინდების გამო  2 ივლისამდე გადაიდო.