გენო პეტრიაშვილმა რომის ტურნირი მოიგო

25 ივნ 2022

იტალიის დედაქალაქ რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველმა ფალავანმა პოლონელი რობერტ ბარანი 6:0 დაამარცხა.

რაც შეეხება გივი მაჭარაშვილის ის ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა.