ბათუმში, სოციალური პროექტის იდეის პრეზენტაცია გაიმართა

26 ივნ 2022

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლების სარეაბილიტაციო ცენტრი“ - ამ სახელწოდებით ბათუმში სოციალური პროექტის იდეის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლებს სარეაბილიტაციო მომსახურება გაეწიოთ და  ყოველდღიური ცხოვრება გაუუმჯობესდეთ.

პროექტი ჯერ მუშავდება რის შემდეგაც განსახილველად ბათუმის მერიაში შეიტანენ.