ძიუდოისტთა გუნდური ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

27 ივნ 2022

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრზე მესამე ადგილი მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ტურნირი კარგად დაიწყეს და პირველ მატჩში ნიდერლანდების ნაკრები 4:3 დაამარცხეს.

მეოთხედფინალში ავსტრიას 4:2 მოუგეს, ნახევარფინალში კი უკრაინასთან 2:4 დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნგრეთის გუნდი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტებმა დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაესაკუთრნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა აჭარის ნაკრების წარმომადგენელი ნინო დარჩია. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედალი აიღო.

ევროპის ჩემპიონები საბა სამადაშვილი და გიორგი მიშველიძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი დავით ლომიტაშვილი დასჯერდა.