ირაკლი ღარიბაშვილის ნატოს სამიტზე

30 ივნ 2022

ნატოს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებასა და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეფორმების განხორციელების კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე პოზიტიურად აისახება.