ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება 

03 ივლ 2022

ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. რეგულაციის მიხედვით, ტურისტს რომელიც ვენეციას 1 დღით ეწვევა და იქ ღამის გათევას არ გეგმავს, მოუწევს 3-დან 10 დოლარამდე გადაიხადოს.

თანხა ცვალებადი იქნება სეზონის მიხედვით. წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 300 დოლარს შეადგენს. 

ქალაქის ხელისუფლება გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.

Bloomberg-ის ცნობით ვენეციას დღიურად სულ მცირე 30 000 ვიზიტორი სტუმრობს, მინიმალური გადასახადის შემთხვევაში კი ქალაქის ბიუჯეტში ყოველდღიურად დამატებით მინიმუმ 100 000 დოლარი შევა, რასაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და დასუფთავების ხარჯების დასაფარად გამოიყენებენ.