უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპრაკებებზე აშშ უკრაინის მხარეზე იქნება - კირბი

04 ივლ 2022

უკრაინასა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას  მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი მიიღებს.  

უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების დროს შეერთებული შტატები აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინის ლიდერს - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომ მან შეძლოს  წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე, რათა  შემდგომ  წარმატებას მიაღწიონ  მოლაპარაკებების მაგიდაზეც“ - განაცხადა კირბიმ.   

უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის გამართულ რამდენიმე რაუნდიან სამშვიდობო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტა არ მოჰყოლია.