შეზღუდული მოძრაობა მთავარ მაგისტრალზე

07 იან 2017

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება. სოფელ შორაპანთან- მეწყერი გუშინ ჩამოწვა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა. მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.  მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.