აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მტკიცე და ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებენ - ბაიდენი

08 ივლ 2022

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე. 

ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი და ლონდონი შემდგომშიც გააგრძელებენ  ძლიერ და ერთიან მიდგომას  უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში, ასევე რუსეთისთვის სამხედრო აგრესიისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრებაში.