ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რუს და ბელარუს სპორტსმენებს სანქციებს უმკაცრებს

08 ივლ 2022

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შესაძლოა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში აღარც ნეიტრალური სტატუსით დაუშვას. ამის შესახებ უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი დუბროვამ ილაპარაკა. "უკრაინაში სეოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აი-ჯი-ეფ-ის (IJF) ეგიდით გასამართი საერთაშორისო შეკბრებებიდან ჩამოშორებული იქნებიან რუსები და ბელარუსები.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა სიტყვიერი პირობა დადო, რომ რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები განახლდება", -  აქვეყნებს დუბროვას სიტყვებს უკრაინული მედია. შეგახსენებთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მოუწოდა, რომ ოფიციალური შეჯიბრებებიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ჩამოეშორებინათ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სოკ-ის მოწოდება ნაწილობრივ გაიზიარა - რუს და ბელარუს ძიუდოისტებს მის ტურნირებში ნეიტრალური დროშით გამოსვლის ნება მაინც დართო, ამის პასუხად კი უკრაინის ძიუდოის ფედერაცია აი-ჯი-ეფ-ის ეგიდით დაგეგმილი ყველა ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადა.