ეტლით მოფარიკავეთა მორიგი წარმატება

09 ივლ 2022

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ფარიკაობაში ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ირმა ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ნახევარფინალში ქართველმა ამერიკელი ელენ გედესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ფინალური ორთაბრძოლა კი ტაილანდელ სან სუნ იანთან 15:7 დათმო და მეორე ადგილზე გავიდა.

მეორე ქართველმა, ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ნახევარფინალში უნგრელ ევა ჰაიმსთან ანგარიშით 15:10 დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა.