რუსეთის ომი უკრაინაში 

09 ივლ 2022

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვზე მორიგი იერიშის შედეგად, რომელიც დღეს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით ისკანდერით განხორციელდა, დაშავდა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, იუწყება ხარკოვის საოლქო პროკურატურა.

„გამოძიების თანახმად, 9 ივლისს, დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალური ნაწილი. წინასწარი მონაცემებით, დარტყმა სავარაუდოდ, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. დაბომბვის შედეგად დაშავდა ხუთი ქალი და 12 წლის გოგონა“, - აცხადებენ პროკურატურაში. ერთ-ერთი ჭურვი ორსართულიან სახლს მოხვდა.  

ნიკოლაევის რაიონში შეიარაღებული  თავდასხმების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. 

საარტილერიო ცეცხლის შედეგად მარცვლეულის მინდვრებზე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა მეხანძრეები და ფერმერები ყველაფერს აკეთებენ მოსავლის გადასარჩენად.