კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი მონაცემები

12 ივლ 2022

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ქვეყანა მეშვიდე ტალღის მოლოდინშია, ვაქცინაციის პუნქტები  კი ისევ დაცარიელებულია. 

მე-4 ბუსტერ დოზაზე ჯერ ისევ ასაკობრივი ზღვარია დაწესებული. 

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ომიკრონის ახალ ვარიანტს გავრცელების სწრაფი ტემპები ახასიათებს.