12 ივლ 2022
თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.