12 ივლ 2022
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 13 მილიარდ 8 მილიონი ევროს ოდენობით რუსული აქტივები გაყინა - განაცხადა ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა.
ევროკომისრის თქმით, დაყადაღებული აქტივების ძალიან დიდი ნაწილი, 12 მილიარდზე მეტი ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანაზე მოდის.
ამ ქვეყნების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ ძალისხმევას.