ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

14 ივლ 2022

ქართველ მეზღვაურებს, რომლებმაც  ატლანტიკის ოკეანეში  52  მიგრანტი  გადაარჩინეს,  საქართველო მომავალ წელს ‘’ზღვაზე  გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის’’  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდოზე  წარადგენს.   

სამაშველო ოპერაციაში 9  ქართველი მეზღვაური მონაწილეობდა,  ისინი მაროკოსკენ მიემართებოდნენ, როდესაც ხუთბალიან  შტორმში  გასაბერ  ნავზე  მყოფი ადამიანები შენიშნეს, მათ შორის იყო 7 ქალი და  3  ბავშვი. მიგრანტებს არც საკვები ჰქონდათ და არც წყალი. 

მეზღვაურების  ინფორმაციით, სამაშველო გემს ათი საათი უშედეგოდ ელოდებოდნენ, რის შემდეგაც ნავი გემზე  მიაბეს და  ხალხი   აიყვანეს.