14 ივლ 2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა დღეს ბათუმში. სხდომაზე დეპუტატებმა საზღვაო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ანგარიში მოისმინეს. სააგენტოების წარმომადგენლებმა დეპუტატებს 18 თვის მუშაობის ანგარიში, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარუდგინეს.