ფარული აუდიო ჩანაწერები - პოლიტიკური შეფასებები

15 ივლ 2022

სავარაუდო ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებები დღესაც კეთდება საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომები ავტოკრატული ხელისუფლების ხელწერაა, რაც დასჯადი ქმედებაა.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის და ჟურნალისტებს მოუწოდებს შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების დასრულებას დაელოდონ.