რუსეთის ომი უკრაინაში - დღე 142

15 ივლ 2022

უკრაინაში მძიმე ომი გრძელდება, დღეს ომის 142-ე დღე სრულდება. უკრაინის ქალაქებში სროლის ხმა ისევ ისმის. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვებს შორის რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებაა.