16 ივლ 2022
ტურისტული სეზონი კურორტ ბეშუმში ოფიციალურად გაიხსნა. თარიღი ტრადიციულად წელსაც საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
კონცერტში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ. მოეწყო ბეშუმის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა და ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
კურორტზე აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას შუამთობა გაიმართება.